მსობელთა ელექტრონული ფოსტა
გაგრძელება იქნება
ბავშვები სკოლის ფარგლებს გასცდნენ. ეროვნულ ბიბლიოთეკასაც ესტუმრნენ. როგორც ამბობენ, გვარის გამოკვლევა საკმაოდ რთულია. ამ ეტაპზე წიგნებში ეძებენ საჭირო ინფორმაციას, თუმცა მიუხედავად დიდი მონდომებისა და ინტერესისა, ბევრ დაბრკოლებას ხვდებიან. შეძლებისდაგვარად მიიწევენ წინ. მაგრამ მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლებიან, სხვა რესურსებსაც გამოიყენებენ, ელვის სისწრაფით ვერა, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწევთ. ზაფხულში ველად გაიჭრებიან. ასე რომ, გაგრძელება იქნება............
ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთათვის ცოტა უცნაური და მოულოდნელი აღმოჩნდა ამ პატარა ბავშვების სტუმრობა.
როგორც ბავშვები მიამბობდნენ, თავდაპირველად უარიც კი უთხრეს, არასრულწლოვანობის გამო, თუმცა გამონაკლისი დაუშვეს და ოთხ მოსწავლეს- ლევანს, კობას, დათოს და ფიდოს არამარტო ნება დართეს ემუშავათ ბიბლიოთეკის დარბაზში,, არამედ საშვითაც დააჯილდოვეს, რითაც ისინი ნებისმიერ დროს შეძლებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლას.
სხევებს რა ბედი ეწევათ, გასაგებია. არ შეიძლება და მორჩა. ისინი ხომ ჯერ 13 წლის ბავშვები არიან.
არადა რა კარგი იქნებოდა მოსწავლეთა მოტივაციისთვის!
ზაფხულში საისტორიო არქივში ვგეგმავთ მოგზაურობას :) გავარკვიე, თურმე მკვლევარად უნდა დარეგისტრირდე და თვითონ მოიძიო ინფორმაცია. ბავშვები ვერ შეძლებენ დარეგისტრირებას და ასე რომ მშობლების ჯერია. :) მე კი ზაფხულამდე ვერ შევძლებ...
ReplyDeletesaistorio arxivi mxolod genealogiaSi dagvexmareba
ReplyDeleteparaskevs mivdivar arqivshi...vnaxot ra gamogviva
ReplyDeleteყველას წარმატებას გისურვებთ! შეუტიეთ ბიბლიოთეკებს :)
ReplyDelete