მსობელთა ელექტრონული ფოსტა
ბავშვები სკოლის ფარგლებს გასცდნენ. ეროვნულ ბიბლიოთეკასაც ესტუმრნენ. როგორც ამბობენ, გვარის გამოკვლევა საკმაოდ რთულია. ამ ეტაპზე წიგნებში ეძებენ საჭირო ინფორმაციას, თუმცა მიუხედავად დიდი მონდომებისა და ინტერესისა, ბევრ დაბრკოლებას ხვდებიან. შეძლებისდაგვარად მიიწევენ წინ. მაგრამ მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლებიან, სხვა რესურსებსაც გამოიყენებენ, ელვის სისწრაფით ვერა, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწევთ. ზაფხულში ველად გაიჭრებიან. ასე რომ, გაგრძელება იქნება............
ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთათვის ცოტა უცნაური და მოულოდნელი აღმოჩნდა ამ პატარა ბავშვების სტუმრობა.
როგორც ბავშვები მიამბობდნენ, თავდაპირველად უარიც კი უთხრეს, არასრულწლოვანობის გამო, თუმცა გამონაკლისი დაუშვეს და ოთხ მოსწავლეს- ლევანს, კობას, დათოს და ფიდოს არამარტო ნება დართეს ემუშავათ ბიბლიოთეკის დარბაზში,, არამედ საშვითაც დააჯილდოვეს, რითაც ისინი ნებისმიერ დროს შეძლებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლას.
სხევებს რა ბედი ეწევათ, გასაგებია. არ შეიძლება და მორჩა. ისინი ხომ ჯერ 13 წლის ბავშვები არიან.
არადა რა კარგი იქნებოდა მოსწავლეთა მოტივაციისთვის!
ჩემი მოსწავლეების პროექტზე მუშაობას სისტემატურად თვალს ვადევნებ და მინდა აღვნიშნო, რომ კმაყოფილი ვარ. თუმცა გვაქვს პატარა შეფერხება, რადგან რამოდენიმე მოსწავლემ თავი ვერ გაართვა დავალებას. მაგრამ არაუშავს, ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით ყველაფერს შევძლებთ.მინდა ვთხოვო ჩემს ბავშვებს, რომ უფრო მეტი მონდომება და აქტიურობა გამოიჩინონ, ენერგია არ დაზოგონ, რომ სერიოზულ შედეგზე გავიდეთ. იმედია არ დაგავიწყდათ, ჩემო პატარებო, რომ წარმატებები მხოლოდ დიდი შრომით მიიღწევა.
ასევე თხოვნა მექნება მშობლებთან, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ბავშვების მიმართ.