მსობელთა ელექტრონული ფოსტა
Friday, November 1, 2013
მზადება პროექტისთვის
უკვე რამდენიმე დღეა, პროექტზე ფიქრი ჩრდილივით ამედევნა.ბავშვებიც ცოტა შევამზადე. ვუთხარი ძალიან საინტერესო პროექტზე ვიწყებთ -მეთქი მუშაობას, თუმცა ჯერ არ გამიმხელია,რა პროექტზეა საუბარი,ცოტა ინტერესში ხომ უნდა ჩავაგდო, აბა როგორ!. . ჰოდა მაგას ვამბობდი, სულ ჩემს პროექტზე ვფიქრობ. რა საყვარელია არა ჩემი პროექტი?! ვისი გორისა ხარ. . .რა კარგად ჟღერს. პირდაპირ გულსისხლძარღვებში მიდის ეს სიტყვები. პატრიოტიზმის გრძნობას გიღვივებს, მოვალეობებს შეგახსენებს.ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის.ვასწავლო ბავშვებს, საიდან მოდიან, ვინ იყო მათი წინაპარი,რა უნდა უყვარდეთ, რას უნდა გაუფრთხილდნენ.ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გამომივა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment