Thursday, December 5, 2013

პროექტის I ეტაპი-მოსწავლეთა გამოწვევა.

დღეს პრაქტიკულად პროექტზე მუშაობა დავიწყე.მოსწავლეებს კითხვარი დავურიგე.მათ დიდი ხალისითა და მონდომებით იმუშავეს.ყველა კითხვას უპასუხეს, რა თქმა უნდა შეძლებისდაგვარად. აშკარად იგრძნობოდა მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია. ეს ძალიან მახარებს.

Saturday, November 30, 2013

პროექტის პრეზენტაცია

29 ნოემბერი...პარასკევი...მე-8 კლასი...409-ე ოთახი...რაღაც უცნაური ფაცი-ფუცი... ბავშვების მოლოდინი...მასწავლებლის მღელვარება...და აი დათქმული დროც-15 საათი...სტუმრები,სტუმრები ბევრი...მასწავლებლის მონოლოგი...ყურთასმენად გადაქცეული აუდიტორია...აპლოდისმენტებიც...კომენტარები...მადლიერებით სავსე სიტყვები...მოლოდინები,მოლოდინები დიდი... ინტერესი და მოტივაცია?არიიის! ეს ჩემი პროექტის პრეზენტაციაა. ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა. მე კმაყოფილი ვარ. ბავშვებს უნდათ, რომ პროექტის განხორციელებას შევუდგეთ. ასეც იქნება.მაშ ასე, ორშაბათიდან პროექტს ვიწყებთ.

Tuesday, November 19, 2013

p.s.

ცხრა დღე ცხრა საათივით  გაფრინდა.  უკან დარჩა  ჩვენი წვალებით აღსავსე,  სიახლეებით დატვირთული, საქმიანი, იდეებით დახუნძლული,  ხალისიანი დღეები. მოგონებები, მოგონებები ბევრი...და კიდევ რაღაცნაირი უკმარისობის გრძნობა...სიამოვნებით გავაგრძელებდი ამ მოდულებზე სწავლას,ვფიქრობ, მაინც გამიჭირდება დამოუკიდებლად მუშაობა. მაგრამ ძალიან შევეცდები, რომ  ყველაფერი ბოლომდე მივიყვანო.

Monday, November 18, 2013

დღე მეცხრე

და აი ტრენინგის ბოლო დღეა.დღეს კიდევ ერთხელ უნდა გადავავლოთ თვალი ჩვენს ნამუშევრებს, რა გზა გამოვიარეთ, რა შევქმენით, რა ხარვეზები გვქონდა, რა ვისწავლეთ, რა გვიძნელდებოდა, რას ვერ გავართვით თავი და ა.შ.კიდევ ერთხელ ჩავასწორეთ,ჩავამატეთ,გადმოვწერეთ, მოკლეთ ვივარჯიშეთ, რომ ნასწავლის განმტკიცება მოგვეხდინა. და გგონიათ ამით დამთავრდა ყველეფერი? ნურას უკაცრავად...ახლა კიდევ ახალი მასალა. ბლოგზე მასალების ატვირთვა, დახარისხება, ვიდეოების გადმოწერა. ეს ყველაფერი არც თუ იოლი საქმე აღმოჩნდა...აი რა დავიმახსოვრეთ, ეს სხვა საქმეა...მაგრამ არც შეუძლებელია რაიმე, რადგან ჩვენი დაუზარელი გიორგი არ მიგვატოვებს, დაგვპირდა, რომ ყველაფერში მოგვეხმარება.
ახლა ყველანი მოტივირებულები ვართ, გვგონია შეუძლებელს შევძლებთ, მაგრამ, ჯერ არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. აქ უკვე საჭიროა მოსწავლეთა დაინტერესება, მშობელთა ჩართვა, მათი ხელშეწყობა, სხვაგვარად გაძნელდება საქმე.
ახლა ისღა დაგვრჩენია წარმატებები ვუსურვოთ ერთმანეთს და საკუთარ თავს, რომ დაწყებული საქმე წარმატებით დავასრულოთ. ვნახოთ რა გამოვა ამ საქმიდან!

Sunday, November 17, 2013

დღე მერვე

ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება. რა შეგრძნებაა? რა ვიცი, კარგიც და ცუდიც.კარგი იმიტომ, რომ შედეგს ვხედავ და ამ შედეგით კმაყოფილი ვარ.ხუთი კვირის წინ ვერ დავიჯერებდი, ასე მოკლე დროში ამდენ რამეს თუ ვისწავლიდი, ამ ყველაფერმა სტიმული მომცა, უფრო საინტერესო გავხადო ჩემი მუშაობა, ბავშებსაც მეტი ვასწავლო ასეთივე დიდი ხალისითა და მონდომებით. ჰო, ცუდი რატომ? ცუდია, რომ ტრენინგზე აღარ მოვალთ, რაღაცნაირად თბილი და მეგობრული გარემო იყო, ერთმანეთს ვეხმარებოდით, რჩევებს ვაძლევდით, ახალი მეგობრებიც შევიძინეთ.ამ ყველაფერში კი გიორგის, ჩვენი ტრენერის წვლილი  უდიდესია, სწორედ მას შემოჰქონდა ასეთი აურა.არადა  თავიდან როგორ მეზარებოდა ამ ტრენინგზე მოსვლა, ერთხანს ამასაც ვფიქრობდი, რომ არ მევლო.გულისთქმა და პასუხისმგებლობა ებრძოდა ერთმანეთს, ორივეს უნდოდა ჩემი გულის მოგება, კიდევ კარგი გულისთქმას არ ავყევი.
. . . . . . . . .  .. . . . . . .. . . ... .. . . . . . . . . ... . . . . . . .. .... . ..   . . . .. ..   .. . . . .   .. . . .. .  .. . . . .. . . . . . . ... .
ახლა რა ვისწავლეთ ამ დღეს. . . .
პორტფოლიოს მოწესრიგება, ჩვენთვის  საჭირო და საინტერესო ინფორმაციის, საიტების მოძებნა, გადმოწერა, პორტფოლიოში  შენახვა,უკვე ატვირთული ინფორმაციის კორექტირება და ხელმეორედ შენახვა. ესენი ახალიც არ იყო, რაღაც გამეორებას ჰგავდა, მაგრამ   ჩემთვის ერთიც იყო და მეორეც. კიდევ ბევრი საინტერესო რამეებზე ვიმუშავეთ.კარგი დღე იყო.


Wednesday, November 13, 2013

დღე მეშვიდე

აი უკვე მეშვიდე დღეა, რაც სიახლეების ძიებაში ვართ. ვმუშაობთ პრეზენტაციაზე, ვამზადებთ სლაიდებს, კიდევ უფრო საინტერესო ხდება ეს ყველაფერი. თითქმის დავასრულეთ პროექტის გეგმის გაწერა.პატარ-პატარა დეტალებს თუ არ ჩავთვლით. შაბათისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს. ჰო მართლა, შეფასების სქემები გვაქვს დასასრულებელი, ესეც სერიოზული სამუშაოა. ვითომ დასასრულთან ახლოს ვართ? პირიქით, ეხლა დაიწყება მთავარი....პროექტიიიი, ერთწლიანი სამუშაო...

Saturday, November 9, 2013

დღე მეექვსე

თავიდან მეჩვენებოდა, რომ დრო უმოწყალოდ მიიზლაზნებოდა, რადგან რაღაცები არ გამომდიოდა, ამას ძალიან განვიცდიდი, მეგონა ვერასოდეს ვისწავლიდი ამ ყველაფერს. ახლა კი საქმე სულ სხვაგვარადაა,რაც უფრო მეტ რამეს ვსწავლობ, მით უფრო საინტერესო ხდება ყველაფერი,მეტი და მეტი მინდა ვაკეთო, მაგრამ დრო არ მყოფნის. ისე რატომ არ ვიცით ადამიანებმა დროის ფასი,?!აი კიდევ ერთი საჭირბოროტო საკითხავი ამ უსწორმასწორო წუთისოფელში. .
.ჰო, რა ვისწავლეთ ამ დღეს, რა და, როგორ უნდა მოვძებნოთ ჩვენთვის სასურველი ვებსაიტები და სქოლიოდ როგორ დავურთოთ ჩვენს სამუშაო მასალას.გავეცანით სა ავტორო უფლებებს,ნებისმიერი მასალის გამოყენების დროს როგორ უნდა გამოვიყენოთ მისი შინაარსი.  .რა უნდა გავითვალისწინოთ პრეზენტაციის წარდგენის დროს,რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ პროექტის შევსების დროს.
ამ დღეს წარვადგინე ჩემი პროექტი,ჩემმა კოლეგებმა, ძვირფასმა მეგობრებმა და გულისხმიერმა ტრენერმა მომცეს არაჩვეულებრივი რჩევები,დამისვეს კითხვები,გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და ამ ყველაფერმა ბევრი რამ გამათვალისწინებინა.აი ასეთი იყო ეს დღე,საქმიანი, საინტერესო,ხალისიანი.

Thursday, November 7, 2013

დღე მეხუთე

ეს დღე მრავალფეროვნებითაა გამორჩეული.აქტივობები, აქტივობები, აქტივობები. . .და შედეგიც,  ცხადია, ბევრად უკეთესი:
გავიარეთ ზოგადი მოთელვა,თუ როგორ ვადგენთ  შეფასების სქემას.(ამაზე მცირე პრეზენტაციაც გავაკეთეთ)
კიდევ უფრო დავხვეწეთ პროექტში გაწერილი მიზნები და დავაკავშირეთ სწორედ ამ შეფასების ჩარჩოსთან.
ვისწავლეთ საპრეზენტაციო სლაიდების შექმნა.
ეს მართლაც საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მივიწევთ წინ. პროექტი უფრო ღრმად მითრევს.თავიდან ცოტა ქაოსი მქონდა თავში.ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დგება. სამუშაო მართლაც სერიოზულია , ბევრი რამ არის გასაკეთებელი, დრო უმოწყალოდ ბევრი მჭირდება. . .არა და სად არის დროის ფუფუნება. . .

Saturday, November 2, 2013

დღე მეოთხე

ამ დღეს უფრო თავდაჯერებული ვარ.მგონია უკვე ბევრი რამ ვიცი, მაგრამ არაფერიც,ჯერ სად ხარ. . .რამდენი რამ არის კიდევ შესასწავლი. . .ამ დღეს ვიმუშავეთ ყვეჯაზე რთულ  და საპასუხისმგებლო საკითხზე, ეს არის შეფასების დროის ჩარჩო.ჰო კიდევ პრეზენტაციისთვისაც უნდა შევემზადოთ. ვნახოთ რა გამოვა.
 

Friday, November 1, 2013

მზადება პროექტისთვის

უკვე რამდენიმე დღეა, პროექტზე ფიქრი ჩრდილივით ამედევნა.ბავშვებიც ცოტა შევამზადე. ვუთხარი ძალიან საინტერესო პროექტზე ვიწყებთ -მეთქი მუშაობას, თუმცა ჯერ არ გამიმხელია,რა პროექტზეა საუბარი,ცოტა ინტერესში ხომ უნდა  ჩავაგდო, აბა როგორ!. . ჰოდა მაგას ვამბობდი, სულ ჩემს პროექტზე ვფიქრობ. რა საყვარელია არა ჩემი პროექტი?! ვისი გორისა ხარ. . .რა კარგად ჟღერს. პირდაპირ გულსისხლძარღვებში მიდის ეს სიტყვები. პატრიოტიზმის გრძნობას გიღვივებს, მოვალეობებს შეგახსენებს.ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის.ვასწავლო ბავშვებს, საიდან მოდიან, ვინ იყო მათი წინაპარი,რა უნდა უყვარდეთ, რას უნდა გაუფრთხილდნენ.ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გამომივა.

Thursday, October 31, 2013

კითხვები პროექტისთვის

ზოგადი კითხვები:

  • რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის თავისი გვარის ისტორიის შესწავლას?

თემატური კითხვები:

  • რატომ ხდება ისე, რომ ერთი გვარის ადამიანები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ?
  • რატომ ხდება, რომ ხანდახან ადამიანები გვარს იცვლიან, მისი წინაპარი სულ სხვა გვარის იყო, ის კი სხვა გვარს ატარებს?
  • რა უფრო განაპირობებს ადამიანის ცხოვრების წესს, მენტალიტეტს, დამოკიდებულებებს და ღირებულებებს - ის, რომ მისი გვარი წარმომავლობით რომელიმე კუთხიდანაა თუ ის, რომ დროთა განმავლობაში მისმა გვარმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა.
შინაარსობრივი კითხვები:

  • ძველ დროში საზოგადოება ფენებად იყოფოდა: სამეფო საგვარეულო, თავად-აზნაურობა, გლეხობა. ხომ არ იცით, რომელ ფენას განეკუთვნებოდა თქვენი გვარი?
  • რომელი კუთხიდან მოდის შენი გვარის ისტორია?
  •  კიდევ რომელ კუთხეშია ეს გვარი გავრცელებული?
  • სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რამდენად გავრცელებულია შენი გვარი საქართველოში?

Wednesday, October 30, 2013

დღე მესამე

მესამე დღეს ბევრად ჩამოყალიბებული და მიზანმიმართული ვიყავი. დავალებას არც თუ ცუდად გავართვი თავი. შევქმენი ბუკლეტი, ნაწილობრივ შევავსე ე. წ. პროექტის შაბლონი. ავითვისე ახალი მასალაც, კერძოდ, ვისწავლეთ რა თანმიმდევრობით ხორციელდება პროექტი. პროექტები სხვა დროსაც განმიხორციელებია, მაგრამ ასე თანმიმდევრული არ ვყოფილვარ. ახლა ვიცი, რომ აუცილებლად უნდა მქონდეს ჯერ იდეა, შემდეგ ზოგადი მონახაზი, ბუკლეტი, გეგმა თანმიმდევრულად და დეტალურად გაწერილი. კითხვარი მოსწავლეებისთვის, რითაც მოვახდენ მათ ერთგვარ მოთელვას და შევამზადებ პროექტისთვის.

მეორე დღე

მეორე დღე, როგორც აღვნიშნე, ჩემთვის პირველიც იყო და მეორეც. ორივე დღის  საქმე ამ დღეს უნდა გამეკეთებინა. მე ვთვლი, რომ ეს დღე ჩემთვის დიდად ეფექტური არ იყო, თუმცა, ზოგადად გავერკვიე, რა იყო ტრენინგის მიზანი და რა პერსპექტივა მექნებოდა ამ ტრენინგის გავლის შემდეგ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.

Saturday, October 26, 2013

დღე პირველი

ჩემი პირველი დღე იყო მეორე დღე.მოვედი იმ იმედით, რომ ყველაფერს მარტივად გავართმევდი თავს, მაგრამ ნურას უკაცრავად. . .ცოტა არ იყოს და გამიძნელდა, რატომ? იმიტომ, რომ წინა დღეს რა დავალებაც მისცა გიორგიმ პედაგოგებს, ხომ იფიქრეს ამაზე, მე კი აზრზე არ ვიყავი. მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. დავიბენი, თუმცა შევეცადე ჩემი დაბნეულობა შესამჩნევი არ გამხდარიყო. ბოლოს ჩემი თავი მე თვითონ გავამჟღავნე. არაფრით გამომდიოდა ბუკლეტი, იდეები არ მომდიოდა თავში. ზოგადად იდეების ნაკლებობას არ განვიცდი, მაგამ დავიბენი და მორჩა.ბოლოს ყველაფერი გამოსწორდა, რისთვისაც მადლობა გიორგის,ჩვენს ტრენერს, გულისხმიერ და ნიჭიერ ადამიანს, მან კარგად იცის როგორ უნდა გაგვიადვილოს საქმე.