სიახლეები პროფესიულ საქმიანობაში
მსობელთა ელექტრონული ფოსტა
Saturday, March 22, 2014
ყველაფერი ჩვენ შესახებ
გსურთ გაიგოთ უფრო მეტი ამ ბავშვებზე? მაშინ გადადით სხვა მისამართზე mixklas.blogspot.com
Friday, March 21, 2014
სიახლე!
დღეს ახალი ბლოგი შევქმენი.(intelmix.blogspot.com)ახალ ბლოგს ახალი პროექტის სათაური მივანიჭე -,,მოაზროვნეები მომავლიდან"-დიახ, ამ სათაურით ახალ პროექტს განვახორციელებთ. ეს საერთოდ არ უშლის ხელს წინა პროექტს-- ,,გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!"- პარალელურად მასზეც ვმუშაობთ. აკი ვამბობდი ,,მადა ჭამაში მოდისო." ძალიან სახალისო და სასიამოვნოა სიახლეები, საინტერესო და სასარგებლო სიახლეები. ამ ახალი პროექტით მივაღწევთ იმას, რომ სკოლაში ჩამოვაყალიბებთ მოაზროვნეთა გუნდს. არადა ისინი სულ რაღაც 13 წლის ბავშვები არიან. მომავალში ჩემი პატარა მოაზროვნეები სერიოზულ წარმატებებს მიაღწევენ. ისინი მხოლოდ სკოლის მოაზროვნეები კი არა, მომავლის მოაზროვნეებიც იქნებიან. დღეს კი ისინი არიან, უბრალოდ ,, მოაზროვნეები მომავლიდან".
Sunday, March 16, 2014
ჭამაში მოსული მადა..........
ისინი ახალი პროექტისთვის ემზადებიან,უფრო სწორად, ახალი პროექტი წამოიწყეს. ამჯერად მცირე მოთელვას გადიან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მთავარ და საყვარელ პროექტზე ყურადღებას მოვადუნებთ. უბრალოდ თავისუფალი დრო დისკომფორტს გვიქმნის. იქიდან გამომდინარე, რომ გაზაფხული-ზაფხულის მოლოდინში ვართ, და მაშასადამე, ჩვენს საქმიანობას ამ პროექტთან დაკავშირებით აქტიურად განვაგრძობთ ცოტა მოგვიანებით, ამიტომაც გადავწყვიტეთ, პარალელურად ჩავრთოთ სხვა და არანაკლებ საინტერესო და სერიოზულ შედეგზე გათვლილი პროექტი.მოკლეთ, ,, მადა ჭამაში მოდისო და.........."
Wednesday, February 12, 2014
გაგრძელება იქნება
ბავშვები სკოლის ფარგლებს გასცდნენ. ეროვნულ ბიბლიოთეკასაც ესტუმრნენ. როგორც ამბობენ, გვარის გამოკვლევა საკმაოდ რთულია. ამ ეტაპზე წიგნებში ეძებენ საჭირო ინფორმაციას, თუმცა მიუხედავად დიდი მონდომებისა და ინტერესისა, ბევრ დაბრკოლებას ხვდებიან. შეძლებისდაგვარად მიიწევენ წინ. მაგრამ მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლებიან, სხვა რესურსებსაც გამოიყენებენ, ელვის სისწრაფით ვერა, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწევთ. ზაფხულში ველად გაიჭრებიან. ასე რომ, გაგრძელება იქნება............
ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთათვის ცოტა უცნაური და მოულოდნელი აღმოჩნდა ამ პატარა ბავშვების სტუმრობა.
როგორც ბავშვები მიამბობდნენ, თავდაპირველად უარიც კი უთხრეს, არასრულწლოვანობის გამო, თუმცა გამონაკლისი დაუშვეს და ოთხ მოსწავლეს- ლევანს, კობას, დათოს და ფიდოს არამარტო ნება დართეს ემუშავათ ბიბლიოთეკის დარბაზში,, არამედ საშვითაც დააჯილდოვეს, რითაც ისინი ნებისმიერ დროს შეძლებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლას.
Monday, February 3, 2014
მონიტორინგი
ჩემი მოსწავლეების პროექტზე მუშაობას სისტემატურად თვალს ვადევნებ და მინდა აღვნიშნო, რომ კმაყოფილი ვარ. თუმცა გვაქვს პატარა შეფერხება, რადგან რამოდენიმე მოსწავლემ თავი ვერ გაართვა დავალებას. მაგრამ არაუშავს, ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით ყველაფერს შევძლებთ.მინდა ვთხოვო ჩემს ბავშვებს, რომ უფრო მეტი მონდომება და აქტიურობა გამოიჩინონ, ენერგია არ დაზოგონ, რომ სერიოზულ შედეგზე გავიდეთ. იმედია არ დაგავიწყდათ, ჩემო პატარებო, რომ წარმატებები მხოლოდ დიდი შრომით მიიღწევა.
ასევე თხოვნა მექნება მშობლებთან, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ბავშვების მიმართ.
ასევე თხოვნა მექნება მშობლებთან, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ბავშვების მიმართ.
Tuesday, January 21, 2014
კიდევ ერთი ნაბიჯი
ხანმოკლე შესვენების მერე კვლავ საქმეს დავუბრუნდით. არდადეგების შემდეგ ძალების მოკრება, ცოტა არ იყოს, ძნელია, მაგრამ არაუშავს, ძალებს აღვიდგენთ.იმედია ჩემი პატარა გენიოსები არ იზარმაცებენ. ახლა უკვე შექნილი გვაქვს მოსწავლეთა ბლოგები,ამაშიც გიორგი მოგვეხმარა,ეს საშუალებას მაძლევს მუდმივად თვალი ვადევნო მოსწავლეთა მუშაობას. პროექტი დაწყებულია, ბავშვებს გარკვეული ინფორმაცია მოძიებული აქვთ,ბლოგზეც განათავსეს.ასე, რომ ერთი ნაბიჯით წავიწიეთ წინ.
ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. გიორგიმ, ჩვენმა ტრენერმა, არ დაიშურა დრო და ენერგია, მოვიდა სკოლაში, რათა ჩვენთვის დახმარება გაეწია და ჩემი მოსწავლეებისთვის ბლოგის შექმნა და მასზე მუშაობა ესწავლებინა. ამ გაკვეთილმა დიდი შედეგი გამოიღო, რადგან სწორედ ამის შემდეგ შეუდგნენ ჩემი მოსწავლეები ბლოგზე მუშაობას. დიდი მადლობა გიორგის, ასე რომ გვიდგას მხარში და დიდი ინტერესით ადევნებს თვალს ჩვენს პროექტს. ეს დიდ სტიმულს გვაძლევს ყველას.
ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. გიორგიმ, ჩვენმა ტრენერმა, არ დაიშურა დრო და ენერგია, მოვიდა სკოლაში, რათა ჩვენთვის დახმარება გაეწია და ჩემი მოსწავლეებისთვის ბლოგის შექმნა და მასზე მუშაობა ესწავლებინა. ამ გაკვეთილმა დიდი შედეგი გამოიღო, რადგან სწორედ ამის შემდეგ შეუდგნენ ჩემი მოსწავლეები ბლოგზე მუშაობას. დიდი მადლობა გიორგის, ასე რომ გვიდგას მხარში და დიდი ინტერესით ადევნებს თვალს ჩვენს პროექტს. ეს დიდ სტიმულს გვაძლევს ყველას.
Thursday, December 5, 2013
პროექტის I ეტაპი-მოსწავლეთა გამოწვევა.
დღეს პრაქტიკულად პროექტზე მუშაობა დავიწყე.მოსწავლეებს კითხვარი დავურიგე.მათ დიდი ხალისითა და მონდომებით იმუშავეს.ყველა კითხვას უპასუხეს, რა თქმა უნდა შეძლებისდაგვარად. აშკარად იგრძნობოდა მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია. ეს ძალიან მახარებს.
Subscribe to:
Posts (Atom)