ხანმოკლე შესვენების მერე კვლავ საქმეს დავუბრუნდით. არდადეგების შემდეგ ძალების მოკრება, ცოტა არ იყოს, ძნელია, მაგრამ არაუშავს, ძალებს აღვიდგენთ.იმედია ჩემი პატარა გენიოსები არ იზარმაცებენ. ახლა უკვე შექნილი გვაქვს მოსწავლეთა ბლოგები,ამაშიც გიორგი მოგვეხმარა,ეს საშუალებას მაძლევს მუდმივად თვალი ვადევნო მოსწავლეთა მუშაობას. პროექტი დაწყებულია, ბავშვებს გარკვეული ინფორმაცია მოძიებული აქვთ,ბლოგზეც განათავსეს.ასე, რომ ერთი ნაბიჯით წავიწიეთ წინ.
ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. გიორგიმ, ჩვენმა ტრენერმა, არ დაიშურა დრო და ენერგია, მოვიდა სკოლაში, რათა ჩვენთვის დახმარება გაეწია და ჩემი მოსწავლეებისთვის ბლოგის შექმნა და მასზე მუშაობა ესწავლებინა. ამ გაკვეთილმა დიდი შედეგი გამოიღო, რადგან სწორედ ამის შემდეგ შეუდგნენ ჩემი მოსწავლეები ბლოგზე მუშაობას. დიდი მადლობა გიორგის, ასე რომ გვიდგას მხარში და დიდი ინტერესით ადევნებს თვალს ჩვენს პროექტს. ეს დიდ სტიმულს გვაძლევს ყველას.