მსობელთა ელექტრონული ფოსტა
ზოგადი კითხვები:
- რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის თავისი გვარის ისტორიის შესწავლას?
თემატური კითხვები:
- რატომ ხდება ისე, რომ ერთი გვარის ადამიანები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ?
- რატომ ხდება, რომ ხანდახან ადამიანები გვარს იცვლიან, მისი წინაპარი სულ სხვა გვარის იყო, ის კი სხვა გვარს ატარებს?
- რა უფრო განაპირობებს ადამიანის ცხოვრების წესს, მენტალიტეტს, დამოკიდებულებებს და ღირებულებებს - ის, რომ მისი გვარი წარმომავლობით რომელიმე კუთხიდანაა თუ ის, რომ დროთა განმავლობაში მისმა გვარმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა.
შინაარსობრივი კითხვები:
- ძველ დროში საზოგადოება ფენებად იყოფოდა: სამეფო საგვარეულო, თავად-აზნაურობა, გლეხობა. ხომ არ იცით, რომელ ფენას განეკუთვნებოდა თქვენი გვარი?
- რომელი კუთხიდან მოდის შენი გვარის ისტორია?
- კიდევ რომელ კუთხეშია ეს გვარი გავრცელებული?
- სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რამდენად გავრცელებულია შენი გვარი საქართველოში?
მესამე დღეს ბევრად ჩამოყალიბებული და მიზანმიმართული ვიყავი. დავალებას არც თუ ცუდად გავართვი თავი. შევქმენი ბუკლეტი, ნაწილობრივ შევავსე ე. წ. პროექტის შაბლონი. ავითვისე ახალი მასალაც, კერძოდ, ვისწავლეთ რა თანმიმდევრობით ხორციელდება პროექტი. პროექტები სხვა დროსაც განმიხორციელებია, მაგრამ ასე თანმიმდევრული არ ვყოფილვარ. ახლა ვიცი, რომ აუცილებლად უნდა მქონდეს ჯერ იდეა, შემდეგ ზოგადი მონახაზი, ბუკლეტი, გეგმა თანმიმდევრულად და დეტალურად გაწერილი. კითხვარი მოსწავლეებისთვის, რითაც მოვახდენ მათ ერთგვარ მოთელვას და შევამზადებ პროექტისთვის.
მეორე დღე, როგორც აღვნიშნე, ჩემთვის პირველიც იყო და მეორეც. ორივე დღის საქმე ამ დღეს უნდა გამეკეთებინა. მე ვთვლი, რომ ეს დღე ჩემთვის დიდად ეფექტური არ იყო, თუმცა, ზოგადად გავერკვიე, რა იყო ტრენინგის მიზანი და რა პერსპექტივა მექნებოდა ამ ტრენინგის გავლის შემდეგ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.
ჩემი პირველი დღე იყო მეორე დღე.მოვედი იმ იმედით, რომ ყველაფერს მარტივად გავართმევდი თავს, მაგრამ ნურას უკაცრავად. . .ცოტა არ იყოს და გამიძნელდა, რატომ? იმიტომ, რომ წინა დღეს რა დავალებაც მისცა გიორგიმ პედაგოგებს, ხომ იფიქრეს ამაზე, მე კი აზრზე არ ვიყავი. მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. დავიბენი, თუმცა შევეცადე ჩემი დაბნეულობა შესამჩნევი არ გამხდარიყო. ბოლოს ჩემი თავი მე თვითონ გავამჟღავნე. არაფრით გამომდიოდა ბუკლეტი, იდეები არ მომდიოდა თავში. ზოგადად იდეების ნაკლებობას არ განვიცდი, მაგამ დავიბენი და მორჩა.ბოლოს ყველაფერი გამოსწორდა, რისთვისაც მადლობა გიორგის,ჩვენს ტრენერს, გულისხმიერ და ნიჭიერ ადამიანს, მან კარგად იცის როგორ უნდა გაგვიადვილოს საქმე.